20:54 - 09 Jul, 2026
|
2017-10-23 11:44:47, 2259 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში ტერორისტულ თავდასხმას 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნიგერიის ქალაქ მაიდუგურში 3 თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ VOANEWS იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების დროს კიდევ 20-მდე ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აფეთქება დაჯგუფება "ბოკო ჰარამის" წევრებმა მოაწყეს. მისი წევრები ქვეყანაში დასავლური განათლების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და ხელისუფლებას მოუწოდებენ შარიათის კანონები გამოიყენონ. ნიგერიაში ბოლო დროს განხორციელებული ტერაქტების ორგანიზება თავის თავზე სწორედ ამ დაჯგუფებამ აიღო. ცნობისთვის, აპრილის თვიდან ამ დრომდე დაჯგუფების ქმედებების გამო 223 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)