15:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 11:03:51, 2179 ნახვა

პოლიტიკა
წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზე კახა კალაძე, მეორეზე ალეკო ელისაშვილი გავიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატს კახა  კალაძეს ხმების 51,15 % აქვს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმების 17, 46 % ალეკო ელისაშვილი მეორე ადგილზე გავიდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით ხმები შემდეგი მაჩვენებლებით გადანაწილდა.

„ევროპული საქართველო“-ელენე ხოშტარია - 7,13 %, „თავისუფალი საქართველო“ -კახა კუკავა - 1,26 %, „ნაციონალური მოძრაობა“ - ზაალ უდუმაშვილი - 16,53 %, „პატრიოტთა ალიანსი“- ირმა ინაშვილი - 3,02 %, „ლეიბორისტული პარტია“ -გიორგი გუგავა - 0,96 %;

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველო“- გიორგი ვაშაძე - 1,9 %.

ცნობისთვის, გუშინ ქვეყნის მასშტაბით თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.

მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics