|
2017-10-21 22:27:52, 1987 ნახვა
პოლიტიკა
ეგზიტპოლის საბოლოო შედეგებით, ქუთაისში „ოცნების“ კანდიდატმა 52%, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა კი, 26% მიიღო
„ედისონ რისერჩის" ეგზიტპოლების საბოლოო მონაცემები ქუთაისის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ცნობილია. პირველ ადგილზე "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარიაა 52%-ით, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი, 26% მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მესამე ადგილზეა „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე 8%-ით. "დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა, გიორგი წულაიამ - 7% დააგროვა, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა გრიგოლ ბახტაძემ 3%, "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატმა სამსონ გუგავამ 2%. რაც შეეხება პარტიებს, ეგზიტპოლის ბოლო მონაცემებით ქუთაისში "ქართული ოცნება ლიდერობს. პარტიას ამომრჩეველთა 53%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობაა - 22%-ით, მესამე ადგილს "ევროპული საქართველო იკავებს. პარტიამ 10% დააგროვა, ხოლო "დემოკრატიულ მოძრაობას" ამომრჩეველთა 3%-მა დაუჭირა მხარი.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)