|
2017-10-21 12:18:59, 1873 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილის ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე „პრეს მედიის“ წარმომადგენლები გაყალბებული მოწმობებით იმყოფებიან
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები რამდენიმე საარჩევნო უბანზე ყალბი აკრედიტაციით შესვლას ცდილობდნენ. თამარ ჩუგოშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა დღევანდელი დღე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით წარმართვისკენ. "ამჟამად არა ერთ საარჩევნო უბანშე, მათ შორის მაგალითად ქუთაისის 59-ე ოლქის 125-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებიან პირები, რომლებიც წარმოდგენილი არიან ბეჯებით და ფიქსირდება, რომ ისინი წარმოადგენენ შპს."პრეს-მედიას", თუმცა ცესკო-ს ბაზაში გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ეს პირები არ არიან ოფიციალურად რეგისტრირებული, როგორც დამკვირვებლები. ამ პირების ყოფნა არ არის ლეგიტიმური რადგან ცესკომ არ დაარეგისტრირა როგორც მედიის ან დამკვირვებლის წარმომადგენელი. შესაბამისად ირკვევა, რომ არიან წარმოდგენილი გაყალბებული მოწმობებით და ცდილობენ ამგვარად ხელის შეშლას საარჩევნო პროცესის. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ვთხოვთ, რომ გადაამოწმონ , ეს პიროვნებები წარმოადგენენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს. გვინდა მოვუწოდოთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ წარვმართოთ დღევანდელი დღე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდ საარჩევნო გარემოში, კანონის მოთხოვნების დაცვით და მინიმალური დარღვევებით", - განაცხადა ჩუგოშვილმა. მან მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)