|
2017-10-19 21:24:32, 2128 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილს მონობას არავინ სთხოვდა, მითუმეტეს ბიძინა ივანიშვილი
გიორგი მარგველაშვილს მონობას არავინ თხოვდა, მითუმეტეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. კობახიძის შეფასებით, "გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის პრეზიდენტია". "ვისაც ჰქონია პოლიტიკური შეხება ბატონ იბიძინასთან, დაადასტურებს იმას, რომ არასდროს მას არავისთვის მონობა არ მოუთხოვია. აქ იყო ელემენტარულ რამეზე საუბარი. ჩვენ ვამბობთ, რომ მას უნდა გაეწია ანგარიში იმ სისტემისთვის, რომელიც არის ჩამოყალიბებული. მოგეხსენებათ, რომ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური პოლიტიკური თვალსაზრისით. ის არ უნდა იყოს არც ხელისუფლების, არც "ქართული ოცნების" და არც ოპოზიციის მომხრე, თუმცა მან ეს როლი სამწუხაროდ ვერ გაითავისა. დღეს პრეზიდენტი გვევლინება ოპოზიციის პრეზიდენტად. ეს არის მისი როლი, რომელიც მას სამწუხაროდ მოსწონს. ადამიანი, რომელიც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის სლოგანით, დღეს მაგიდასთან ზის ორივე "ნაციონალურ მოძრაობასთან" და რეალურად არის ოპოზიციასთან ალიანსში. სამწუხაროდ ეს არის მისი არჩევანი, თუმცა არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან", - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)