|
2017-10-19 19:57:29, 1889 ნახვა
კომენტარი
წერეთელი: აქამდე პრინციპულად იცავდა პოზიციებს, ალბათ, პრეზიდენტი ვითარების გართულებას მოერიდა
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ახალ კონსტიტუციაზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით, მისთვის მოულოდნელი იყო. წერეთელის შეფასებით, პრეზიდენტი ვითარების კიდევ უფრო გართულებას მოერიდა: „გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო, რომ ის არ მაოწერდა ხელს, რადგან მისი შენიშვნები არ იქნა გათვალისწინებული. მე არ მომისმენია მისი განცხადება, რატომ მოაწერა ხელი, ალბათ ეს თვითონ უკეთესად ახსნა. აქამდე ძალიან პრინციპულად იცავდა კონკრეტულ პოზიციებს. ალბათ მოერიდა, კიდევ უფრო გაერთულებინა ვითარება. არ ვფიქრობ, რომ ასეთ სერიოზულ დოკუმენტთან რაიმე პირადული შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მაინც არ ველოდებოდ ამას წინა პოზიციებიდან გამომდინარე. როცა კონსტიტუციის მიღებას ასეთი წინააღმდეგობრივი ისტორია ჰქონდა, არ იყო სასურველი ასეთი პროცედურით მიღებულიყო, გაცილებით მეტი თანხმობა და თანამშრომლობა შეიძლებოდა. ხელმოწერა ფორმალურია. შეიძლება პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი იყოს გადადგმული აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და უმრავლესობასთან კონფრონტაციული ვითარების განსამუხტად. თუმცა კონსტიტუციასთან მიმართებაში ეს არაფერს შეცვლის, რადგან პოზიციები გაცხადებულია პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილის, არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილის და საზოგადოების- გაცილებით სხვა ტიპის კონსტიტუცია და სხვა პროცესი ერჩივნათ.მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ პოლიტიკაში ბევრი მოულოდნელობებია“,-განუცხადა გიგი წერეთელმა „ექსპრესნიუსს“. პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციას ხელს აწერს http://epn.ge/index.php?id=53963
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)