|
2017-10-19 14:39:13, 2425 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს „მოულოდნელი დარტყმით“ ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან "მოულოდნელ მომენტში არნახული დარტყმისთვის" მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ სამთავრობო სააგენტო KCNA იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ოფიციალურმა ფხენიანმა აღნიშნული განცხადება აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით გააკეთა. მანამდე, ამერიკელმა გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ისეთ ბალისტიკურ რაკეტას შექმნის, რომლითაც აშშ-ის ტერიტორიაზე დარტყმა იქნება შესაძლებელი. "ახლა, როდესაც მტრები ამტკიცებენ, რომ წვრთნები ჩრდილოეთ კორეაზე რეალური დარტყმა იქნება, მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველაზე მკაცრი საპასუხო რეაგირება სრულ მზადყოფნაში ყოფნაა. ჩვენი მიზანია ის ერთი დარტყმით ფერფლად ვაქციოთ... ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ მოულოდნელ მომენტში არნახულ დარტყმას განვახორციელებთ ", - ნათქვამია ფხენიანის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)