|
2017-10-19 14:17:53, 2164 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი: პარლამენტიდან არ უნდა გამოვუშვათ არც ერთი დეპუტატი, სანამ მხარს არ დაუჭერენ ხალხის მოთხოვნებს
კიევში, უმაღლეს რადასთან მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ დეპუტატებს პარლამენტის შენობიდან იქამდე არ გამოუშვებენ, ვიდრე ისინი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, - ამის შესახებ Tass-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მომიტინგეების მთავარი მოთხოვა ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმება და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაა. "16:00 საათის შემდეგ მიტინგი გაგრძელდება და ჩვენ პარლამენტის შენობიდან არ უნდა გამოვუშვათ არც ერთი დეპუტატი, სანამ ისინი მხარს არ დაუჭერენ ხალხის ნებას, მაგრამ ეს მშვიდობიანად უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ზუსტად 16:00 საათზე პარლამენტარები სწორედ იმ საკითხების განხილვაზე გადავლენ, რომლებიც მომიტინგეებს აინტერესებთ. ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით უმაღლეს რადასთან 1000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ. შეგახსენებთ, რომ კიევში, უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. აქციაზე პერიოდულად ერთმანეთს მომიტინგეები და სამართალდამცველები უპირისპირდებიან. ერთ-ერთი დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, კიდევ 11 დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. გუშინ მომხდარი შეტაკების დროს პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)