|
2017-10-19 12:54:09, 1795 ნახვა
კომენტარი
კანდელაკი: „ქართულ ოცნებას“ ახალქალაქში მაჟორიტარ კანდიდატებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს დასახელებული
„ევროპული საქართველო“ მმართველ პარტიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და დოკუმენტს ასაჯაროვებს. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ახალქალაქში მაჟორიტარ კანდიდატებად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჰყავს დასახელებული. ,,საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ სამი მაჟორიტარი კანდიდატი კარაპეტ პალოიანი, ედუარდ ელიაზიანი და ედიკ ბერიკიანი მალავს იმ ფაქტს, რომ მათ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. რა თქმა უნდა საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, რომ მათ მიანიჭოს გამონაკლისის წესით საქართველოს მოქალაქეობა ხელახლა, მაგრამ ასევე ყველას კარგად მოეხსენება, რომ როცა დამიანი იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას იგი ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. სამივე ამ კანდიდატს, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააყენა მაჟორიტარად, დაკარგული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა. ჩვენ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს, რომ მოახდინოს უსწრაფესი რეაგირება და სამივე ეს კანდიდატი მოიხსნას არჩევნებიდან“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)