|
2017-10-19 12:22:50, 2778 ნახვა
მსოფლიო
ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს - „პუტინს ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონა“
ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ Ria იუწყება. როგორც სობჩაკმა განაცხადა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყნისადმი სიყვარულია. "მე ქსენია სობჩაკი ვარ, 35 წლის. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ რუსეთში და ჩემთვის სულ ერთი არაა, როგორი გახდება ჩემი ქვეყანა", - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა. მისი თქმით, თავისი გადაწყვეტილება, მან ნათლია-პუტინს ჯერ კიდევ მაშინ შეატყობინა, როდესაც მამამისის, სანქტ-პეტერბურგის ყოფილი მერის ფილმისთვის, კრემლის ლიდერთან ინტერვიუს წერდა. წამყვანმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან პირადი საუბრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს მისი გადაწყვეტილება არ მოეწონა. “ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან ჩემს ოჯახს დიდი ურთიერთობები ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგიდან აკავშირებდა. ჩემი განზრახვის შესახებ ინტერვიუს მერე ვუთხარი. მან მიპასუხა, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი გადაწყვეტილება მიიღოს და ამაზე პასუხისმგებლობაც აიღოს. თუმცა, არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას მოეწონა ჩემი ნათქვამი“, - განაცხადა ქსენია სობჩაკმა. ცნობისთვის, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი კანდიდატი სულ 2-ჯერ მონაწილეობდა. პირველი ქალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვა იყო. ის კენჭს 2000 წელს იყრიდა. 2004 წელს პრეზიდენტობისთვის ოპოზიციონერი ირინა ხაკამადა იბრძოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)