|
2017-10-16 19:46:16, 2007 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: დღეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნებს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა წინ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან და იტალიის სენატის თავმჯდომარესთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის ის პერსპექტივები განიხილეს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს საქართველო-იტალიის თანამშრომლობას. "ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სრული ჰარმონია უმნიშვნელოვანეს საკითხებთან მიმართებაში, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროატლანტიკურ გზას, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას უკავშირდება. მაგრამ არსებობს, ურთიერთობების გასაღრმავებლად ძალიან დიდი პოტენციალი, მრავალი მიმართულებით - ეკონომიკური, კულტურული, განათლების, პოლიტიკური თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით ჩვენ ნამდვილად გადავდგით წინ ნაბიჯი და დავსახეთ კიდევ უფრო აქტიური დღის წესრიგი ჩვენი სამომავლო თანამშრომლობისათვის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ჯანდაცვის სამინისტრო: C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი საქართველოში 99%-ს აღწევს
საქართველოს პროკურატურამ 21.5 მილიონი ლარის ოდენობის ფულის გათეთრების სქემა გამოავლინა
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)