12:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 15:59:58, 2342 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შრომის ინსპექტირების აქტები დახურული აღარ იქნება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა EMC-ის და ა(ა)იპ „ერთობა  2013“-ის ერთობლივი სარჩელი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებულ ანგარიშებს/დასკვნებს და რეკომენდაციებს არასაჯარო ინფორმაციად აცხადებდა.

„მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დახურულობის წესის გაუქმება გულისხმობს ინსპექტირების შედეგების, დასაქმებული პირების სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან შრომით პირობებზე სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დასაქმებულებისა და მესამე პირებისათვის.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში EMC საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას საერთო სასამართლოში წარმოებული დავის ფარგლებში ცდილობდა.

საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეების არგუმენტს და სადავო ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილებით უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურად მიიჩნია. ამ შემთხვევაშიც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილი ფორმალური კრიტერიუმის საწინააღმდეგოდ, განსაზღვრული იყო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით - მთავრობის დადგენილებით და არა კანონით. სასამართლომ გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა მითითებულ საქმეში განვითარებული მსჯელობის გამო დადგენილად მიიჩნია და ინსპექტირების აქტების დახურულობის სადავო წესი ძალადაკარგულად საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოაცხადა“,-ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics