|
2017-10-16 14:18:49, 932 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში სტიქიას ებრძვიან - ვიდეო
ქუთაისში უამინდობამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად, მდინარე ოღასყურა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც, დაიტბორა ქუჩები და სახლის პირველი სართულის სარდაფები. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, შესაბამისი სტრუქტურები მობილიზებულია და პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველაფერი კეთდება: „მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად. 12 საათში, ნალექის ის რაოდენობა მოვიდა , რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოსულიყო. ეს არის ინფორმაცია, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაქვს. მდინარე ოღასყურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში. პირველ რიგში სამაშველო სამსახურები მობილიზებულია საავადმყოფოებთან და სკოლებთან. მივლენ აუცილებლად ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა და დახმარებას საჭიროებს. ასევე, დაითვლება ზარალი, რაც ქალაქს სტიქიის შედეგად მიადგა“,-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)