18:41 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 15:28:40, 2849 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: თურქეთს ევროკავშირი არ სჭირდება - მზად ვართ მოლაპარაკებები შევწყვიტოთ

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარას ევროკავშირში გაწევრიანება არ სჭირდება.

როგორც AP იუწება, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა გაწევრიანების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტოს.

"ევროკავშირი გვაიძულებს, რომ ველოდოთ. ჩვენ ვითმენთ. თუ გულწრფელები ხართ (ევროკავშირი), მაშინ გააკეთეთ განცხადება, მოდით ეს დავასრულოთ. ჩვენ ევროკავშირი არ გვჭირდება. თქვენში საჭიროებას ვერ ვხედავთ", - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, 1963 წელს თურქეთმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. 1987 წელს გაერთიანებაში წევრობის მოთხოვნა გაგზავნა. თუმცა, ევროგაერთიანებაში შესვლის მოლაპარაკებები მხოლოდ 2005 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ეს მოლაპარაკებები პერიოდულად წყდებოდა. გასული წლის მარტში ბრიუსელმა მოლაპარაკებები განაახლა, იმ პირობით თუ თურქეთი ევროპაში მიგრანტების ნაკადის შემცირებას შეუწყობდა ხელს. ევროკავშირსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2016 წლის 15 ივლისს ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. ევროკავშირმა ანკარა ადამიანის უფლების დარღვევაში დაადანაშაულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics