11:31 - 28 Jul, 2026
|
2017-10-12 19:41:16, 2563 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება: საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ესპანეთშ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. საქართველოსთვის მიუღებელია კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება. "საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და მიუღებლად მიიჩნევს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ კრიზისი დარეგულირდება დიალოგის გზით და ესპანეთის ხელისუფლება შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის დაცვას და ამით გარანტირებული იქნება ყველა მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები", - აღნიშნული განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)