|
2017-10-12 18:58:07, 2106 ნახვა
პოლიტიკა
დოლიძე: იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო თანხმობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის გადაგზავნილი 6 პუნქტიანი მოტივირებული შენიშვნები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე წარადგინა. დოლიძემ იმედი გამოთქვა, რომ "საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო თანხმობის შანსს ხელიდან არ გაუშვებს". "დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები უპრეცედენტოა პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის ვეტო ქვეყნის უმაღლეს კანონზე კონსტიტუციაზე და იმიტომ, რომ ეს არის თანხმობის ვეტო, რადგან ვეტოს რეალურად ორი პატრონი ჰყავს - ეს არის უმრავლესობა, რომლის 5 პრინციპული საკითხია გათვალისწინებული ამ ვეტოში და ასევე არის ოპოზიცია, რომლის 20 პარტიისაგან შემდგარმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა ამ დოკუმენტის შემუშავებაში. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ამ თანხმობის შანსს უმრავლესობა არ გაუშვებს ხელიდან და გულისყურით მოეკიდება მას", - აღნიშნა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)