10:43 - 28 Jul, 2026
|
2017-10-12 17:39:01, 1950 ნახვა
პოლიტიკა
ლელა ჩიქოვანი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი უნგრეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვარგა ტამას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს ეფექტურად გამოიყენონ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებული ყველა შესაძლებლობა. საუბარი ასევე შეეხო მრავალეროვნულ სწავლებებში უნგრეთის სამომავლო ჩართულობას. უნგრეთის დელეგაციასთან შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)