17:27 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-11 15:18:05, 2130 ნახვა

კომენტარი
ჯანელიძე არ ადასტურებს, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურა განიხილება

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ვინ ჩაანაცვლებს გერმანიაში საქართველოს  ელჩის თანამდებობაზე ლადო ჭანტურიას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი პროცედურები დასრულდება და ჭანტურია ელჩის პოსტს ოფიციალურად დატოვებს:

"მოგეხსენებათ, ლადო ჭანტურია არის ჯერ კიდევ ელჩი გერმანიაში. მისი არჩევა მხოლოდ და მხოლოდ გუშინ მოხდა. შესაბამისად, ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ პარტნიორებთან კონსულტაციებს, ვგულისხმობ გერმანიას. პროცესი როდესაც დასრულდება, ამის შესახებ ცნობილი გახდება ყველასთვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა ლადო ჭანტურიას შემცვლელად თბილისის მერის დავით ნარმანიას კანდიდატურა, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ კანდიდატურაზე განხილვები დაწყებული არ არის.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, საშემოდგომო სესიაზე, საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩია.

მის კანდიდატურას საპარლამენტო ასამბლეის 120 წევრმა დაუჭირა მხარი.

ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებად საქართველოდან წარდგენილი იყვნენ: ლადო ჭანტურია, ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics