10:24 - 28 Jul, 2026
|
2017-10-10 19:41:34, 2142 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის გამართვას 13 ოქტომბერს გეგმავს
საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნების განსახილველად, რიგგარეშე სხდომის გამართვას 13 ოქტომბერს გეგმავს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ხვალ ვგეგმავ 11 საათზე მივმართო საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. მოთხოვნაში აღნიშნული იქნება, რომ სხდომა გვსურს გაიმართოს 13 ოქტომბერს 11 საათიდან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო გუშინ დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გადაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)