|
2017-10-10 17:39:41, 2306 ნახვა
პოლიტიკა
თარაშ შურღაია დიღმის მასივში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი თარაშ შურღაია დიღმის მასივში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. კანდიდატის განცხადებით, ჩაჩავას N88-ში, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, უახლოეს მომავალში დასრულდება საცხოვრებლის გაზიფიცირება. აღნიშნულ ფართებში მცხოვრებ დევნილებს, საკუთარი გადაწყვეტილებით შეეძლებათ მიიღონ საკუთრების უფლება ან 2020 წლამდე დაკმაყოფილდნენ ახალი საცხოვრებელი ფართებით. თარაშ შურღია, ასევე, მესამე პროფილაქტიკურ ცენტრში და ჭიაურელის N2-ში შესახლებულ დევნილებს შეხვდა. მისი თქმით, ცენტრში მცხოვრები ოჯახები 2020 წლამდე დაკმაყოფილდებიან საცხოვრებელი ფართებით. ადგილობრივმა მოსახლეობამ თარაშ შურღაიას ბოლო სამი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)