|
2015-05-01 08:26:31, 942 ნახვა
საზოგადოება
ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ციტრუსი“ ვიზიტორებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს
ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „ციტრუსი“, რომელიც თბილისში, 9 აპრილის ქუჩა #3-ში მდებაროებს, ვიზიტორებს 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. „ციტრუსის“ გენერალური მენეჯერის შალვა ალავერდაშვილის განმარტებით, სასტუმროში ნომრების ღირებულება 100-დან 250 დოლარამდეა და 50%-იანი ფასდაკლება მაისის ბოლომდე გაგრძელდება. სასტუმროს ერთდროულად 80-მდე სტუმრის მიღება შეუძლია. სასტუმროს მშენებლობაზე მთლიანობაში 3,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ „ციტრუსი“ მერიის „იაფი სესხის“ პროექტის ფარგლებში 1 მილიონი ლარით დაფინანსდა. შალვა ალავერდაშვილის თქმით, სასტუმროს მთლიანად ადაპტირება შშმ პირებისთვის თბილისისდ მერიის ინიციატივით განხორციელდა. „სასტუმრო ვიზიტორებს ბალნეოლოგიური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს. სასტუმროში 36 ნომერი, ბარი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული, აქვს საკუთარი პარკინგის ადგილი. სასტუმროში 45-მდე ადამიანია დასაქმებული“, - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)