17:45 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 11:00:00, 2229 ნახვა

მსოფლიო
კატალონიის მეთაური დამოუკიდებლობას სავარაუდოდ, დღეს გამოაცხადებს

კატალონიის ავტონომიური რეგიონის მეთაური კარლეს პუჩდემონი დღეს ადგილობრივ პარლამენტში ე.წ. რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პუჩდემონი დღეს დამოუკიდებლობის გამოცხადებასაც გეგმავს.

როგორც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში, ოფიციალური მადრიდი ყველა კანონიერ ზომას მიმართავს.

მანვე განმარტა, რომ ხელისუფლება კონსტიტუციის 155-ე მუხლს აამოქმედებს, რომელიც რეგიონის ავტონომიის გაუქმებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობას კატალონიელების ნაწილი არ ეთანხმება. ამასთან, ბარსელონის მერის ადა კოლაუმის თქმით, მხარეებმა დიალოგი უნდა დაიწყონ.

"დიალოგი ყველაზე მამაცი ქმედება იქნება მათი მხრიდან", - განაცხადა ბარსელონის მერმა.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი კვირას, 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics