|
2017-10-09 18:27:23, 2505 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) დირექტორთა საბჭოსა და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. „გამომდინარე იქიდან რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ძალიან დიდ შესაძლებლობებს უხსნის ბიზნესს და ეკონომიკის წინსვლას ჩვენს ქვეყანაში. მნიშნელოვანია, რომ ამ თემებზე ვისაუბროთ და მოსაზრებები გავცვალოთ. შესაბამისად იმ კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბროთ, რომლის მოტანაც რეალურად ევროკავშირთან ჩვენს პოლიტიკურ ასოცირებას და ევროპულ ინტეგრაციას შეუძლია. ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაზე საინტერესო დისკუსია გამოვა“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მიზნით საქართველოს მიერ გასატარებელი რეფორმების შესახებ. შეხვედრას 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)