14:59 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-30 20:22:01, 421 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: როდესაც პოლიტიკაში ხარ, ყველაფერს ეთანხმები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

„კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. პრემიერი თავად გააკეთებს კომენტარს. როდესაც ხარ პოლიტიკაში ყველაფერს ეთანხმები“, - განახადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, სამთავრობო ცვლილება შესაძლოა, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მინდია ჯანელიძეს შეეხოს. ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ჯანელიძე შესაძლოა, „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა შეცვალოს. 

ცნობისთვის, ბოლო 1 წლის განმავლობაში 7 მინისტრი შეიცვალა. პრემიერ–მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხვალ, მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაასახელოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics