09:14 - 28 Jul, 2026
|
2017-10-09 09:50:48, 1962 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილმა ამომრჩეველს თბილისობა მიულოცა
თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ტალიაშვილი,,საქართველოს მატიანეს“ მონუმენტთან მოსახლეობას შეხვდა, თემქის განვითარების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო და თბილისობაც მიულოცა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თემქის, როგორც თბილისის ზღვის ერთ-ერთი მიმდებარე უბნის პოტენციალის ათვისება მოხდეს. “თემქიდან გილოცავთ ჩემო ძვირფასო თბილისელებო, გისურვებთ ბედნიერებასა და კეთილდღეობას თქვენს ოჯახებთან ერთად. ჩვენი შეხვედრის ადგილი შემთხვევით არ აგვირჩევია.ესადგილი, ისევე, როგორც მთელი თემქა თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკრეაციული ზონა უნდა გახდეს“ -განაცხადა თამარ ტალიაშვილმა. შეხვედრას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მწერალი ნინია სადღობელაშვილი, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური და მუსიკოსი გიორგი გადელია ესწრებოდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)