08:21 - 28 Jul, 2026
|
2017-10-06 21:16:53, 2203 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: კონსტიტუციის ეს პროექტი ძალიან პროგრესულ, ევროპული დემოკრატიის შესაბამის ძირითად კანონს წარმოადგენს
„მე მინდა ქართველ ხალხს, მმართველ გუნდს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო რეფორმის ჯგუფის კომისიის ხელმძღვანელს მივულოცო ის დიდი წარმატება, რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო რეფორმის წარმატებით განხორციელებას საქართველოში“,-ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვენეციის კომისიის საბოლოო ანგარიშის დასკვნითი ნაწილის შეფასებისას განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიასთან ითანამშრომლა, საბოლოოდ კი კომისიამ დადო დადებითი დასკვნა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის დიდი წარმატება საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და წარმოადგენს ქვეყნის ევროპული მომავლის საფუძველს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)