|
2015-04-30 18:01:40, 428 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტუმრნენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ლორთქიფანიძემ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის ხელმძღვანელმა პირებმა დღეს, თბილისის იუსტიციის სახლში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. სტუმრებს ბინადრობის ნებართვების მოპოვებისა და მოკლვადიანი ვიზის მიღების პროცედურებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ამასთან, კონსულები იუსტიციის სამინისტროს ახალი ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნენ და სახელმწიფო მომსახურების სფეროში გატარებულ რეფორმებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრის დასასრულს, სპეციალურად მათთვის მოეწყო ტური იუსტიციის სახლში, რომლის დროსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, თავად გაცნობოდნენ იუსტიციის სახლების მუშაობის სპეციფიკას, დაეთვალიერებინათ თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: ევროკავშირის ექსპერტები, აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, საფრანგეთის, შვედეთისა და შვეიცარიის კონსულები საქართველოში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)