05:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 12:02:02, 2489 ნახვა

ეკონომიკა
ქართული კომპანიები სავაჭრო გამოფენა "Anuga 2017"-ზე წარდგებიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული ექსპორტიორი კომპანიები 2017 წლის 7 - 11 ოქტომბერს, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში სასმელი და საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. 


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო გამოფენა "Anuga 2017" ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, 160 000-ზე მეტ დამთვალიერებელს სტუმრობს და მონაწილეების რაოდენობა 7 400 აღემატება. 


სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ქართულ ექსპორტიორ კომპანიებს უკვე მეორედ მიეცათ საშუალება, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია სწორედ ამ გამოფენის საშუალების მოეხდინათ.  

სავაჭრო გამოფენის ფარგლებში, ქართული სასმელი და საკვები პროდუქციის  ორი ქართული სტენდი გაკეთდება, სადაც 16 ქართული კომპანია გამოიფინა: შპს „აერკომპანი“, შპს „გეო ნათსი“, შპს „ნატექსი/ნატსჯი“, შპს „ტურალ გრუპ“, შპს „იუვის ბერის“, შპს „ფარკონი“, შპს „გემუანი“ , შპს „ქარელის აგრო-ინდუსტრიული კომპანია“, შპს „ჯორჯიან პროდაქტს რენესანს“, შპს „მანნა“, შპს „აგროლეინი“, სს „ქართული ლუდის კომპანია“, შპს „შატო ნეკრესი“, შპს „არომაპროდუქტი“, შპს „გსქ კულა“და შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ .


სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას, აღნიშნული სახის სავაჭრო მისიებში მონაწილეობით სააგენტო ხელს უწყობს  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics