05:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 19:12:53, 2557 ნახვა

ეკონომიკა
კომპანია „m2 უძრავი ქონება“ „ცენტრ პოინტის“ აქტივების შეძენას უარყოფს

კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ არ შეუძენია კომპანია „ცენტრ პოინტის“ აქტივები და არ არის დაინტერესებული მათი შესყიდვით, - ამის შესახებ „m2“-ის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, m2-ს შესაძლებლობა აქვს ჩაერთოს პროცესში, რომელიც დაზარალებულთათვის საკუთარი ბინების მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

„კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებსა და პროცესში მონაწილე სხვა მხარეებს წარუდგინა საკუთარი ხედვა - თუ როგორ შეიძლება ჩაერთოს m2 ამ პროცესში. ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ „m2 უძრავი ქონება“ არ ყიდულობს კომპანია „ცენტრ პოინტს““, - ნათქვამია „m2“-ის განცხადებაში.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics