|
2017-10-04 18:32:59, 2531 ნახვა
პოლიტიკა
კანადის ელჩი: კანადა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს მაღალ შეფასებას აძლევს
კანადა მაღალ შეფასებას აძლევს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, - ამის შესახებ კანადის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროკავშირსა და ევროპაში, კანადის ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სტეფან დიონმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან ასევე განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასა საკონსტიტუციო რეფორმა და საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი ურთიერთობის ყველა საკითხი, თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის მიმართულებებით. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირში კანადის სპეციალურ წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის გეგმებზე ეკონომიკური განვითარების კუთხით. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების სურვილი გამოითქვა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ღიაა კანადური კომპანიებისთვის და მიესალმება მათ ფართო ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში. საუბრისას, ასევე ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე დაესწრნენ. კანადის სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირში, კანადის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან დიონი თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)