15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-04 11:41:46, 2364 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ISIS-ის მიერ რუსი სამხედროების ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაცია უარყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელწმიფო" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რუსი სამხედროების ტყვედ აყვანის შესახებ უარყო, - ამის შესახებ Tass იუწყება.

"არანაირი ინციდენტი, დაკავშირებული ტყვედ აყვანასთან ან სამხედროების დაკარგვასთან პროვინცია სეირ-ეზ-ზორში ან სირიის სხვა რომელიმე რაიონში, არ მომხდარა. რუსეთის ყველა სამხედრო, რომელიც სირიაშია, დავალებებს ასრულებს გეგმის შესაბამისად", - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯიჰადისტებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ერთ-ერთი პირი საუბრობს. მისი თქმით, ის სირიის ერთ-ერთ დასახლებაზე კონტრშეტევის დროს ტყვედ აიყვანეს. ორივე კაცს სახეზე ფიზიკური ძალადობის ნიშნები აღენიშნება. ტერორისტების თქმით, ორივე მამაკაცი რუსი სამხედროა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics