|
2017-10-04 10:15:04, 1770 ნახვა
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი: ღამის ეკონომიკის ყველაზე ოპტიმალური კონცეფცია თბილისის სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის ოპტიმალური კონცეფცია უნდა შემუშავდეს. როგორც დავითულიანმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში გამართულ ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნული კონცეფცია საერთაშორისო ექსპერტებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობითა და თბილისის სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა შეიქმნას. დავითულიანის განმარტებით, ღამის ეკონომიკის მთავარი მიზანი, თბილისის შემთხვევაში არის ის, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქი და მთლიანად დედაქალაქის ეკონომიკა მუშაობდეს 24/7-ზე შეუჩერებლივ, რაც მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე დადებითად აისახება. “ხანდახან ხდება ისე, რომ ღამის ეკონომიკა შუაღამის ეკონომიკა გვგონია, რა თქმა უნდა ეს ასე არ არის - ღამის ეკონომიკად განიხილება ნებისმიერი ბიზნესაქტივობა, რომელიც ოფიციალურ სამუშაო საათების შემდეგ ხორციელდება. შესაბამისად, ამაში ჩართულია როგორც კერძო სექტორი, ისე კვების ობიექტები, სასტუმროები, კულტურული ღონისძიებები”, - განაცხადა კახა კალაძის გუნდის წევრმა. ბექა დავითულიანმა საერთაშორისო აკრეტიდაციის მიღების აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც შემდეგში ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და ღამის აქტივობებს. „ეკონომიკური აქტივობების ხელშეწყობისთვის პირველი, რაც შეუძლია მუნიციპალიტეტს გააკეთოს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა, სტარტაპების, ინოვაციის და ფესტივალების ხელშეწყობა, ახალი სივრცეების შექმნა და დეინდუსტრიალიზებული ზონების განვითარება“, - განაცხადა დავითულიანმა.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)