|
2017-10-03 17:41:01, 2195 ნახვა
პოლიტიკა
„პატრიოტებმა“ და რუსმა დეპუტატებმა აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობა განიხილეს
რუსმა და ქართველმა დეპუტატებმა ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები, კერძოდ კი, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შესაძლებლობა განიხილეს, - ამის შესახებ Ria იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, შეხვედრა სახელმწიფო დუმაში დღეს გაიმართა. მას დსთ-ს საქმეთა კომიტეტის წევრები და ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრები ესწრებოდნენ. მედია წერს, რომ ეს მოსკოვში ქართველი დეპუტატების მეორე ვიზიტია, ბოლო 3 თვის განმავლობაში. "ჩვენ შეხვედრებზე რიგ საკითხებს განვიხილავთ, რომლებიც გადახედვას და გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებენ. პირველ რიგში კი, ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხია განსახილველი. ეს საკითხები საქართველო-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს და მათ დარეგულირებას ეხება. მათ შორის თანამშრომლობა სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის თვალსაზრისით, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზე გადის", - განაცხადა დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა. მისივე თქმით, "პატრიოტთა ალიანსის" წევრებთან შეხვედრაზე ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინაპრების და ნათესავების საფლავებზე ჩასვლაზეც ისაუბრეს. კალაშნიკოვის შეფასებით, ეს "ძალიან სენსიტიური საკითხია".
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)