|
2017-10-03 17:16:55, 1128 ნახვა
რეგიონი
პირველად გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება!
6 ოქტომბერი, „ახტალა“, 13:00-17:00 საათი - ქართული ღვინის კვირეული კახეთში, გურჯაანში აიღებს სტარტს და წარმოდგენილი იქნება, როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო. გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის სტუმრებს შესაძლებლობა გექნებათ: o დააგემოვნოთ საუკეთესო კახური ღვინო და შეიძინოთ ხელმისაწვდომ ფასად; o მიიღოთ მონაწილეობა ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში, ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში, o დაათვალიეროთ თქვენთვის შექმნილი მოსავლის საშემოდგომო და ქართული ღვინის ღვინის ისტორიის პავილიონები; o მოისმინოთ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი, სხვა ფოლკლორული სიმღერები და იხილოთ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები; o მიიღოთ მონაწილეობა სახალისო გათამაშებაში და მოიგოთ სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიერ დაწესებული საჩუქრები; გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით. გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)