|
2017-10-03 13:54:22, 1818 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრები გამართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ამერიკის შერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხთა ბიუროს ევროკავშირის ოფისის დირექტორს უიტნი ბეარდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აქტუალური საკითხები განიხილეს, კერძოდ, საუბარი შეეხო ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მომავალი სამიტისთვის მზადების საკითხებს. სახელმწიფო მინისტრმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით დაფიქსირებულ პროგრესზე,რეფორმების მიმდინარეობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას ინტეგრაციის პროცესში. „ის სრული მხადაჭერა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გვიცხადებს ჩვენ, ეფუძნება იმ საქმიანობას, რასაც ჩვენ რეფორმების გატარების კუთხით ვეწევით. იგეგმება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ამერიკელების მხარდაჭერა ევროპელებთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ასოცირება, ეკონომიკური ინტეგრაცია განვახორციელოთ ევროკავშირთან“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა. შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ბორდერიზაციისა და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესისაფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონის სტაბილურობასა და უსაფთხოებას. აგრეთვე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლური პროპაგანდის გასანეიტრალებლად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)