|
2017-10-03 13:30:48, 2071 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია
„მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში პუშკინის სკვერის მიმდებარედ ავტოსადგომის მოწყობასთან დაკავშირებით განაცხადა. კალაძემ ოპონენტების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს მიზანმიმართული დეზინფორმაცია უწოდა. „მინდა გამოვეხმაურო იმ უსამართლო განცხადებებს დ არასწორ ინფორმაციას, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია, კონკრეტულად, ორივე ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს, რომ თითქოს პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი საჩუქრად გადაეცა ბიძინა ივანიშვილს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“, - აცხადებს დედაქალაქის მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. კახა კალაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია საინვესტიციო ვალდებულებებით შესაბამის კომპანიას გადაეცა, რომელმაც უნდა მოაწყოს მიწისქვეშა პარკინგი, რაშიც მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. მისივე თქმით, დაახლოებით, ათი ლოკაციაა ქალაქში მონიშნული, სადაც ავტოსადგომები უნდა განთავსდეს და ამათგან ერთ-ერთი სწორედ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაა. მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მიწისქვეშა პარკინგი იმ დანარჩენ ცხრა პარკინგთან ერთად, რომლის გაკეთებაც მომდევნო წლებში იგეგმება. „ერთის მხრივ, ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ ქალაქში პარკინგის სერიოზული პრობლემაა, მეორეს მხრივ კი ეწინააღმდეგებიან მსგავსი პროექტების განხორციელებას. მიზეზი მარტივია - მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)