|
2017-10-03 10:40:20, 2036 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ლისაბონში ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ანტონიო კოსტას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განსახილველ საკითხთა შორის მთავარი თემები სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება - განვითარება და ორი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობა იყო. როგორც ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, ტურიზმის სფეროს განვითარების შესაძლებლობების ათვისება და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურება არა მხოლოდ გააფართოებს ხალხებს შორის ურთიერთობებს, არამედ ორმხრივი სარგებელის მომტანია. მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო, რეგიონული პროექტები, მათ შორის, აბრეშუმის გზის პროექტის განვითარების მნიშვნელობა და იმსჯელეს საქართველო - პორტუგალიის, როგორც ორ საზღვაო ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტების ინტენსიფიკაციაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებაც ისაუბრა და ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის აქტის მნიშვნელობას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას. გიორგი მარგველაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის აუცილებლობას და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურებას. შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, რომლის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში რევაზ ბეშიძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)