|
2017-10-02 17:17:04, 2251 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში 20 ოქტომბრამდე დასრულდება
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გრაფიკი განისაზღვრა. საპარლამენტო კომიტეტები „გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტებს განიხილავენ. კანონმდებლები ასევე, იმსჯელებენ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" კანონპროექტთა პაკეტსა და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „სამოქალაქო აქტების შესახებ" კანონპროექტზე. დღესვე, ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა, მათ შორის, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი, რომელსაც თანდართული აქვს - ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის", საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ" და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტი - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე". საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს წევრებს, საბიუჯეტო კანონის ძირითადი პარამეტრები, პრიორიტეტები და პარლამენტის კომიტეტებში, კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის პირველადი განხილვის გრაფიკი გააცნო. რეგლამენტის თანახმად, პროექტის განხილვა არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა დასრულდება. 22 ოქტომბერს კი დოკუმენტი საქართველოს მთავრობას წარედგინება. პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ „2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს განიხილავს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)