|
2017-09-29 17:22:55, 633 ნახვა
რეგიონი
ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნა
ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2017" გაიხსნა. გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ წარმოდგენილ პროდუქციას და გაესაუბრნენ გამოფენის მონაწილეებს. ზურაბ პატარაძის თქმით, მსგავსი დარგობრივი გამოფენები ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, ფერმერებს და კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას. აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების გამოფენაში წელს ადგილობრივ კომპანიებთან ერთად თურქული, ირანული და უკრაინული კომპანიები მონაწილეობენ. „Agro Batumi 2017" აჭარის ა.რ. მთავრობის, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიის, ა (ა) იპ აგროსერვის ცენტრის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით იმართება. ბათუმის ყინულის სასახლე საერთაშორისო გამოფენას სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)