|
2017-09-29 15:50:45, 2098 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს სხდომა განახლდა
თბილისის საკრებულოს სხდომა განახლდა. დარბაზში 29 დეპუტატი იმყოფება. სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა მოკლე განცხადება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, „სამწუხაროა, რომ ვინც კანონს უნდა იცავდნენ, სწორედ ისინი არღვევენ კანონს“. დღევანდელ დაპირისპირებას საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარეე თამარ ტალიაშვილიც გამოეხმაურა. „ეს იყო დადგმული, კარგად მომზადებული სცენარი, რომელიც მიზნად ისახავდა, გაპიარებულიყო „ნაცმოძრაობა“ დ „ნეო ნაცმოძრაობა“. ეს იყო მიზანი, მაგრამ შედეგად მივიღეთ ძალიან დადებითი რამ, იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს იქნება მსჯელობა. ის რომ თბილისში მართლა იგეგმება პარკინგის მოწყობა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, პუშკინის სკვერთან, დადებით გარემოებაა, რომელსაც დიდი ხანია ელოდება თბილისის მოსახლეობა“, - აღნიშნა ტალიაშვილმა. შეგახსენებთ, სხდომა თითქმის ორი საათი განმავლობაში ვერ იწყებოდა. „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატები და მათი მხარდამჭერები სხდომაზე განსახილველ ერთ-ერთ საკითხს აპროტესტებდნენ. კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვაა დაგეგმილი. კომპანია ითხოვს, რომ მიწი ნაკვეთი ერთ ლარად გადაეცეს და სანაცვლოდ ადგილზე 1 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ასევე მოაწყობს რამდენიმე დონიან მიწისქვეშა პარკინგს.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)