14:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 14:15:45, 2708 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ 117 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ 117 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირს ედავება.

მედიის ცნობით, სპეცოპერაცია თურქეთის 45 პროვინციაში მიმდინარეობს, მათ შორის იზმირში. 117 სამხედრო პირიდან 19 დისლოცირებულია, 98 კი, მოქმედი ჯარისკაცია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი ორგანიზაცია FETO-ს და ფეთჰულა გიულენს  ქვეყანაში 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს. მაშინ პუტჩის შედეგად 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 დაშავდა. მას შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მასობრივი დაკავებები დაიწყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics