|
2017-09-28 21:03:49, 2189 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის შეხვდა. შეხვედრა პოლონეთში, ქ.ვარშავაში, სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივების, აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის მზადებისა და საქართველო-პოლონეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ ისაუბრა, იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მათ შორის, პოლონეთი, განაგრძობენ მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობას და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილებებში საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებული ქვეყნის, პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. თავის მხრივ, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი. ასევე, აღნიშნა, რომ პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მომხრეა, რადგანაც, მისივე თქმით, დასავლური ინსტიტუტების გაძლიერება ევროპის კონტინენტზე სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების გარანტიაა. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერისთვის. (NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)