14:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 16:44:55, 2597 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა გრძელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პირველი რკინის კონსტრუქცია კალიფორნიის შტატის სამხრეთით, ქალაქ სან-დიეგოს გარეუბანში აღმართეს.

როგორც ამერიკის საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რკინის 8 ბლოკი უკვე დამონტაჟებულია. მათივე თქმით, გამყოფი კედელი რკინისა და ბეტონისგან იქნება აშენებული. ცნობილია, რომ კედლის სიმაღლე 9 მეტრს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასა და არალეგალი მიგრანტების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაზე განკარგულებებს ხელი 25 იანვარს მოაწერა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს რესპუბლიკელი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ კედლის საფასურს თვითონ მექსიკას გადაახდევინებდა. მისივე განმარტებით, ეს იმპორტირებულ პროდუქტებზე საფასურის გაზრდით იქნებოდა შესაძლებელი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics