14:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 16:42:59, 2390 ნახვა

მსოფლიო
დაღესტანის მთავრობის მეთაური რამაზან აბდულატიპოვი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის, დაღესტანის მთავრობის მეთაური რამზან აბდულატიპოვი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ Говорит Москва იუწყება.

მთავრობის მეთაურმა თანამდებობის დატოვების მიზეზად ასაკი დაასახელა.

„უკვე 71 წლის ვარ, სწორედ ეს არის ჩემი წასვლის მიზეზი. დანარჩენი ყველაფერი კარგადაა. რესპუბლიკა აღმავლობის პროცესშია. ჩვენ უკვე გამოვედით უმძიმესი კრიზისიდან, რომელშიც ვიმყოფებოდით“, - განაცხადა აბდულატიპოვმა.

ცნობისთვის, აბდულატიპოვმა ქვეყნის პირველი პირის თანამდებობა 2014 წლის სექტემბერში დაიკავა. მანამდე ის ტაჯიკეთში რუსეთის ელჩი იყო, ხოლო უფრო ადრე, დუმის დეპუტატი და ეროვნული პოლიტიკის მინისტრი იყო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics