|
2017-09-27 13:10:56, 2206 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე: ახალი დოკუმენტი, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, საათებსაც ვერ უძლებს
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის შეფასებით, დოკუმენტი რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, საათებსაც ვერ უძლებს. როგორც დოლიძემ აღნიშნა, ახალი კონსტიტუციის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტს მიმართეს, რომ ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო შეცვალონ. დოლიძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების გამართვას სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ ერთადაც გეგმავს. „ეს ვითარება სამწუხაროა და წარმოუდგენელია. ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტთან მიმართებაში თუმცა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტი ბუნებრივია გავაგრძელებთ და დავიწყებთ კონსულტაციებს მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. იმიტომ რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლის ამოცანას. ამ ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ რომ საქმე გვაქვს არასერიოზულ და წარმოუდგენელ ვითარებასთან. ეს ვითარება არის ის რომ მრავალსაუკუნოვანი დოკუმენტი მიღებიდან რამდენიმე საათში იცვლება. ეს არის დოკუმენტი, რომელმაც უნდა გაუძლოს რამდენიმე საუკუნეს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ დავიწყოთ შესაბამისი ქმედებები“,-განაცხადა დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე საბოლოო მოსმენით დაამტკიცა. გამოიყენებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას უახლოეს 10 დღეში გაირკვევა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)