|
2015-04-29 17:02:20, 431 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი საქართველომ უკვე მიიღო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ბაქრაძის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის მომზადდა, საქართველომ უკვე მიიღო. თუმცა, რას მოიცავს პროექტი, სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ამის თაობაზე საუბრისგან თავი შეიკავა. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც მასზე მუშაობა დასრულდება. მისივე თქმით, მოლოდინია, რომ რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სრულად აისახება. "ეს პროექტი არის მიღებული.ეს პროექტი გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც მასზე მუშაობა დასრულდება, მანამდე ამ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ საუბარი მიზანშეწონილი არ არის.ამაზე მუშაობა გრძელდება. რაც შეეხება ჩვენს მიზნებს, ეს ძალიან მკაფიოა. ერთი თვალსაზრისით ჩვენ ველოდებით, რომ ის პროგრესი, რომელიც საქართველომ განიცადა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის რა თქმა უნდა, ვიზა ლიბერალიზაციის იმპლემენტაციის თვალსაზრისით, ჩვენ შევასრულეთ ყველა საშინაო დავალება, შესაბამისად, გვაქვს განცდა და მოლოდინი, რომ ეს სრულად იქნება ასახული რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში",-განაცხადა დავით ბაქრაძემ. ამასთან, ბაქრაძის განმარტებით, რიგის სამიტზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობა გაემგზავრება. ცნობისთვის, რადიო "თავისუფლების" სტატიაში აღნიშნულია, რომ ღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაციის პროექტი, რომელიც რიგის სამიტისთვის მომზადდა, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ძალიან ცოტა კარგ ამბავს მოიცავს.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)