|
2017-09-26 15:26:21, 2295 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ოპოზიცია მესამედ გაიქცა, გაქცევა კი სისუსტის ნიშანია
ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა, გაქცევა კი სისუსტის ნიშანია,-ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბოიკოტი, რომელიც მათ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას გამოუცხადეს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავენ. “ოპოზიცია უკვე მესამედ გაიქცა. გაქცევა მოგეხსენებათ არის სისუსტის ნიშანი და საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ეს არის მესამე გაქცევა, პირველი იყო გაქცევა კომისიიდან, მეორე გაქცევა იყო დიალოგის მაგიდიდან აგვისტოში, მესამე გაქცევა იყო დღეს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ამ სიტყვებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას გაღიზიანება გამოიწვია. ის ტრიბუნასთან მივიდა და პარლამენტის თავმჯდომარეს სიტყვა შეაწყვეტინა. „არაფერში არ წერია თქვენი ქცევა“, - მიმართა თინა ბოკუჩავას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)