|
2017-09-26 13:29:24, 2029 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მოქმედი კონსტიტუცია ერთი ადამიანის ინტერესებზე მორგებულია და დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ახალი კონსტიტუცია დაბალანსებულია და ცვლილებების არსი დემოკრატიულია. მისივე თქმით, დღეს მოქმედი კონსტიტუცია კი, ერთი პარტიის მიერ შექმნილი და ერთი ადამიანის ინტერესებზე მორგებულია, რისგანაც უნდა გათავისუფლდნენ: "მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნათ არსი იმ პროცესის, რომელსაც ახლა გავდივართ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, და ნაბიჯები, რომელიც მმართველმა პარტიამ გადადგა ამ მიმართულებით, არის ისტორიულად უპრეცენდენტო. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად შემხვედრ ნაბიჯებზე წავედით პროცესში და ამ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგაც, იმისათვის, რომ დაგვებალასებინა ინტერესები. ის, რომ პროცესის სხვაგვარად წარმოსახვას ცდილობს ჩვენი ოპოზიციის დიდი ნაწილი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაუბალანსებელი კონსტიტუცია. თავისთავად არსი იმ ცვლილებების, რომელსაც ჩვენ დღეს ახალი კონსტიტუციის სახით ვიღებთ, არის უაღრესად დემოკრატიული და ასეთი ტიპის ცვლილებებზე ბევრი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი იბრძოდა და წინა ხელისუფლების პირობებში ვერ მიაღწია ვერც ერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას. კონსტიტუცია, რომლითაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, გახლავთ სწორედაც ერთი პარტიის მიერ შექმნილი და მორგებული იქნა ერთი ადამიანის ინტერესს. ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით და ვიღებთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ კონსტიტუციას", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ცნობისთვის, დღეს პარლამენტი კონსტიტუციის პროექტს კენჭს მესამე მოსმენით უყრის.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)