|
2017-09-25 16:46:30, 2251 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: 20 პარტია სად იპოვა პრეზიდენტმა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია
„თანხმობის დოკუმენტს უწოდებენ დოკუმენტს, რომელსაც მხარს არ უჭერს ხალხის მიერ არჩეული 150 დეპუტატიდან 117, მხარს არ უჭერს 8-დან 5 საპარლამენტო პარტია“,-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონსულტაციის პროცესში 20 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. კობახიძის თქმით, საქართველოში 20 პარტია არ არსებობს: „მოდით, დავაკონკრეტოთ, რა არის სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ხშირად ამბობენ იმას, რომ ერთადერთი, ვინც მხარს უჭერს ამ დოკუმენტს, ეს არის „ქართული ოცნება“. ამ დროს პრეზიდენტმა 20 პარტიასთან ერთად შემოგვთავაზა ე.წ. თანხმობის დოკუმენტი. ჯერ 20 პარტია სად იპოვა პრეზიდენტმა ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. საქართველოში 20 პარტია უბრალოდ არ არსებობს. თანხმობის დოკუმენტს უწოდებენ დოკუმენტს, რომელსაც მხარს არ უჭერს ხალხის მიერ არჩეული 150 დეპუტატიდან 117 დეპუტატი. მხარს არ უჭერს 8-დან 5 საპარლამენტო პარტია“,-აღნიშნა კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მიუღებელია საუბარი იმის თაობაზე, რომ ცვლილებების მიღება ნაჩქარევად მოხდა. კობახიძის განცხადებით, თავად დოკუმენტი 8 თვის განმავლობაში შეიმუშავეს, ხოლო პრეზიდენტმა ის მხოლოდ რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ წარმოადგინა: „ამასთან, საუბარი იყო იმაზე, რომ ნაჩქარევი ფორმით მოხდა დოკუმენტის მიღება, ნაჩქარევი ყოფილა თურმე, როცა ჩვენ 8 თვის განმავლობაში დღე და ღამე გავასწორეთ იმისათვის, რომ ეს დახვეწილი დოკუმენტი შეგვემუშავებინა. ამ დროს „დახვეწილი“ დოკუმენტი შემოგვთავაზა ჩვენ პრეზიდენტმა 20 პარტიასთან ერთად ზუსტად რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ. საზოგადოება ხედავს, სად არის სიმართლე. ჩვენი მხრიდან პროცესი წარიმართა ზუსტად ისეთი ფორმით, რომელიც ხელს უწყობდა დიალოგის გაგრძელებას, თუმცა სამწუხაროდ ოპოზიციამ სხვა გზა არჩია“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)