|
2017-09-25 16:29:49, 2038 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ტრანსპლანტაციის პროგრამას ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი დაემატება, რაც უამრავი სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს
მომავალ წლებში, ჯანდაცვის მიმართულებით, ორი მუნიციპალური პროგრამა გაფართოვდება. ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაავადებათა სკრინინგის პროგრამას დაემატება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგის, ხოლო ტრანსპლანტაციის პროგრამას - ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტი. „ეს ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს. თქვენ იცით, რომ ეს საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და გადავწყვიტეთ, რომ ის ადამიანები, ვისაც ეს ესაჭიროება, თბილისის მერიამ, მუნიციპალიტეტმა დააფინანსოს“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეფექტიან ფუნქციონირებაზე და აღნიშნა, რომ ავტოპარკი განახლდება. „ვაპირებთ ავტოპარკის განახლებას და 70 ახალი სპეციალური ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანას, რომელსაც ექნება პორტატული კომპიუტერი და ახალი საკომუნიკაციო სისტემა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ოპერატიულობის გაზრდა. ეს პროექტი დაახლოებით 30 მილიონი ლარით დაფინანსდება” - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამების ადმინისტრირება სრულად ელექტრონული მართვაზე გადავა და მინიმუმამდე შემცირდება დაფინანსების მიღებისთვის საჭირო მოცდის პერიოდი. „ჩვენ გვინდა, რომ შევქმნათ სპეციალური ვებ-პლატფორმა, რომლითაც ადამიანი სახლიდან გაუსვლელად ისარგებლებს. დღეს ინტერნეტთან ყველას მიუწვდება ხელი და შესაბამისად, შეუძლია მიწეროს კონკრეტულ ვებგვერდზე, რომელიც იქნება შექმნილი და შესაბამისად, რამდენიმე სააათში მიიღებს პასუხს იმ დახმარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მოითხოვს”, - განმარტა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გაგრძელდება ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება გამგეობებისგან. „ეს არის ოპერაციები, მედიკამენტების დაფინანსება და სხვა სამედიცინო კვლევები. უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამებით და გვესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია. გვესმის ისიც, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც ჩვენი თანადგომა, ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, შესაბამისად, ეს პროგრამები აუცილებლად გაგრძელდება“ - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა გაიხსენა ჯანდაცვის რეფორმა, ხაზი გაუსვა 2012 წლიდან ჯანდაცვის პროგრამების განვითარებას და ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. „ბატონი დავით სერგეენკო აქ არის და მადლობა მას, მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას ამ რეფორმისთვის. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც უფულობის გამო, უსახსრობის გამო ადამიანები იღუპებოდნენ. იმის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ ესარგებლათ ექიმისა და საავადმყოფოს მომსახურებით. ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე არის დაზღვეული და მილიონობით ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით” - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამების გარდა, თბილისის მუნიციპალიტეტი ჯანდაცვის პროგრამებზე, მომავალ წელს, 15 მილიონ ლარს დახარჯავს. სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სპეციალისტები და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)